The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორი დუნდუა

დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი რადიოინჟინრის სპეციალობით  1967 წელს.

1961-1963წწ. მუშაობდა სსრკ რადიო ინდუსტრიის სამინისტროს რადიოქარხნაში  ტექნიკოსად; 1968-1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, წამყვანი ინჟინერი; 1970-1998წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1979წწ. გაიარა სტაჟირება მეტროლოგიური სამსახურის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ექსპერიმენტული ფიზიკის განხრით, სადაც დაიცვა დისერტაცია; 1998-1999წწ. მუშაობს შპს "ჟინერის"(ჟინვალჰესი) დირექტორის მოადგილედ, 1999-2003წწ. კი დირექტორად, 2003-2005წწ. შპს "ჟინერის" პროექტების დირექტორი; 2003-2007წწ. შპს "ავტოენერგო"- ს გენერალური მენეჯერი, ხოლო  2007 წელს ამავდროულად, შპს "საქართველოს საინჟინრო ენერგოკომპანიის" დირექტორი,  2007-2009წწ. "საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაციის" ("სერეგა") ექსპერტი; 2009 წლიდან შპს  "აუდიტორული კომპანია ენერგოინსპექტირების ცენტრის " ექსპერტი. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი სსრკ და აშშ-ს ჟურნალებში ნახევარგამტარების ელექტრული და ოპტიკური თვისებების შესახებ, საგაზეთო, საჟურნალო სტატიები და 7 პატენტი ენერგეტიკაში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები: "დუშეთის რაიონის ენერგეტიკული პასპორტის შემუშავება"; "ენერგიის გარეშე  დარჩენილი სოფლების ენერგოუზრუნველყოფა" (USAID, VINROK). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1979).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 111


გააზიარე: