The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეილა ხინთიბიძე

ლეილა ხინთიბიძე
Date of birth:29 September, 1944  (80 years)
Category:Musician, Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ოზურგეთის რაიონი.

1960 წელს დაამთავრა ბათუმის მუსიკალური ტექნიკუმი ფორტეპიანოს სპეციალობით 1960 წელს; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით 1965 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის ფილარმონიასთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს მასწავლებლად; ბათუმის 24-ე საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად. პარალელურად იყო მუსიკალური განათლების სექციის ხელმძღვანელი და განათლების სამინისტროს შტატგარეშე ინსპექტორი; 1987 წლიდან მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში რიტმიკისა და მუსიკის ელემენტარული თეორიის მასწავლებლად; გამოცემული აქვს ზღაპრების წიგნები: "ბიჭი ქოქოსის პალმიდან" (2013), "ლილიპუტები", "ლაბელა", "უფლისწული კანა და ბოშა ქალი რადა", "უნუ". იბეჭდება ჟურნალ "ჭოროხში".

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.105

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2016-)

Bibliography

  • ჯუჯა : ზღაპრები (Author). - ბათუმი, აჭარა, 2021. - 406გვ.. - ISBN: 9789941834608

Share: