The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ მახარაძე

ვლადიმერ მახარაძე
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1957  (68 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მახალაკიძეები, შუახევის რაიონი.

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 1978 წელს.

1978 -1990 წლებში მუშაობდა აჭარის სააფთიაქო სამმართველოს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1997-2006წწ. ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის სოციალური ფარმაციის კათედრის გამგე; 2005 წლიდან გაზეთ "ფარმაკომის" მთავარი რედაქტორი; 2007-2013წწ. ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის უფროსი; 2010-2011წწ. ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის რექტორი, სრული პროფესორი. არის 10 წიგნის, მათ შორის სახელმძღვანელოების, 25 სამეცნიერო ნაშრომისა და 200-ზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორი. მიღებული აქვს აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საიუბილეო მედალი, საპატიო სიგელი (2012).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.117; აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის მეწარმეთა კავშირი, თავმჯდომარე (2004-)
  • აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1991-1996)
  • აჭარის ფარმაცევტთა კავშირი, თავმჯდომარე (1996-)
  • აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია, ვიცეპრეზიდენტი (2011-)
  • ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტი, ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • გაზეთი "ფარმაკომი", მთავარი რედაქტორი (2005-)
  • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია, ვიცეპრეზიდენტი
  • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდიუმი, წევრი (2014-)
  • შპს "ჰეკატე", დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი (1990-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია
  • 2016 - იაკობ გოგებაშვილის მედალი და სიგელი
    ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 2015 - საპატიო მარეთელის წოდება
  • 2013 - ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: