Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ზაზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1957 წელს. შრომითი მოღვაწეობა დაიწყო 1958 წლიდან საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს გეოლოგიურ-საძიებო კანტორის უფროს ინჟინრად; იყო საქართველოს გაზიფიკაციის მთავარი სამმართველოს საწარმოების გაზზე გადაყვანის ექსპლუატაციის განყოფილების ინჟინერი, გაერთიანება "საქსოფტექნიკის" ტრესტ "თბილგაზის" კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი ინჟინერი, მთავარი ინჟინერი, მთავარი ინჟინრის მოადგილე, მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენების უფროსი, ორჯონიკიძის რაიონის სარემონტო კანტორის უფროსი. ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენების საგურამოს სამმართველოს უფროსი, გაზის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საქართველოს საწარმოო გაერთიანება "საქტრანსგაზის" გენერალური დირექტორის მოადგილე. სამშენებლო-სამონტაჟო კომბინატის დირექტორი. საქართველოს სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს სააქციო საზოგადოება "ტრანსგაზის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. გაზის მრეწველობის წარჩინებული, გაზის მრეწველობის ვეტერანი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 133
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |