Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მედეა ტურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა (თურქეთში) და უტრეხტის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების მართვის სამაგისტრო პროგრამა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მიმართულებით. 2006 წლიდან მუშაობდა უმცირესობათა საკითხების ევროპულ ცენტრში (ECMI), საერთაშორისო კრიზისების ჯგუფში (Crisis Group), სამხრეთ კავკასიის ამერიკულ კვლევით ინსტიტუტში (ARISC); სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა საერთაშორისო და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 2008 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგისა და ნდობის აღდგენის პროექტებში. სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.184 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |