The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია ხარებავა

გია ხარებავა
Legal name:გიორგი ხარებავა
Date of birth:17 August, 1960  (64 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი შტურმან - გემთწამყვანის სპეციალობით 1979 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ) ინჟინერ-გემთწამყვანის, შორეული ნაოსნობის შტურმანის აკადემიური ხარისხით 1992 წელს.

1980 წელს განაწილებით შორეულ აღმოსავლეთში, სსრკ-ს ქალაქ ნახოდკის ზღვისპირეთის  საზღვაო სანაოსნოში (Приморское морское пароходство) მოხვდა, სადაც ერთი წელი დაჰყო და ამ სანაოსნოს გემებზე რიგითი მატროსობიდან კაპიტნის თანაშემწე გახდა; 1981 წელს გიორგი ხარებავა სამშობლოში დაბრუნდა და მეზღვაურად საქმიანობა ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის პორტფლოტის გემებზე, 1983 წლიდან კი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში თავდაპირველად მატროსად, 1986 წლიდან კი შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწედ განაგრძო; 1998 წელს კაპიტნის უფროსი თანაშემწე გახდა, 2002 წელს კი იგი შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცეს და დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა სანაოსნო კომპანიების გემების ეკიპაჟებს მეთაურობს. მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: