Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია ჩიჩუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს ხელმძღვანელობდა თბილისის ამქართა და ნოქართა მოძრაობას (პარტიული ფსევდონიმი "მეხაშე"), შემდეგ რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა ჭიათურასა და თბილისში. პეტერბურგში დაამთავრა სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფარმაცევტული კურსები. მუშაობდა ბათუმში, სადაც დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ხელმძღვანელობდა სააფთიაქო მარაგებს (იმ დროს საქართველოში მედიკამენტების შემოტანა შეზღუდული იყო და მარაგებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა). საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში, ლევილში (პარიზის ახლოს), სადაც შეუდგა ქართული ემიგრანტული არქივების და სოციალ-დემოკრატების პარტიული დოკუმენტაციის მოწესრიგებას და სისტემატიზებას. ფარმაცევტი. წყარო: ზაქარია ჩიჩუა : საფრანგეთში სოფელ ლევილში მცხოვრები ქართველი, სოციალ-დემოკრატი - მოღვაწეობა სამშობლოსა და ემიგრაციაში // მებრძოლი საქართველო = La Georgie Combattante. - პარიზი, 1952. - N1. - გვ.28-29 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |