The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მირიან ზალოშვილი

მირიან ზალოშვილი
Date of birth:1950  (75 years)
Category:Actor/Actress, Poet, Journalist, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კასპი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი; ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

მუშაობდა რუსთავის კულტურის განყოფილებაში სამხატვრო ხელმძღვანელად; საქართველოს ფილარმონიის საკონცერტო ჯგუფის მსახიობად; პარალელურად, რუსთავის საექსკურსიო ბიუროს ხელმძღვანელად; 2001 წლიდან ცხოვრობს ემიგრაციაში საბერძნეთში; 2004 წლიდან თანამშრომლობს საბერძნეთში ქართულ ემიგრანტულ გაზეთთან - "ელადა": ჟურნალისტად, შემდგომ რედაქტორის მოადგილედ, 2014 წლიდან რედაქტორად; ასევე მუშაობს გაზეთის ლიტერატურულ დამატებაში; ეწევა სამწერლო მოღვაწეობასაც: 2006 წელს პირველი წიგნი - "გამარჯობა, ელადა" (ნოველები, პუბლიცისტური წერილები) გამოსცა, 2008-ში - "ემიგრანტის თეატრი" (მოგონებები, ნოველები), რომელიც დედის, ეკატერინე ზალოშვილის 80 წლის იუბილეს მიუძღვნა; მესამე წიგნი - "შორია საქართველომდე" 2010 წელს გამოქვეყნდა, რომელშიც ნოველები, მოთხრობები, ლექსებია შესული; მეოთხე წიგნი - "ერთი სიცოცხლე რომ მქონდეს კიდევ", გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა; მეხუთე წიგნში - "ღვთის ბოძებული საჩუქარი" ერთი რომანი, ნოველები, მოთხრობები და ლექსებია შესული.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.145; ჟურნალი "გზა": gza.kvirispalitra.ge

Bibliography


Share: