Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ თოფურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, შემდეგ – თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი. მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ სახელისუფლებო სტრუქტურებში წამყვან თანამდებობებზე. პირველი ლექსები ადრეულ ბავშვობაში გამოაქვეყნა. სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურულ გაზეთ "ცაის" რედაქტორი, გაზეთ "სპორტული ქუთაისის" რედაქტორის მოადგილე, საბავშვო ლექსების კრებულ "ლილე"-ს თანაავტორი. მისი ლექსები, ნოველები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდება ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი პოეზიისა და თარგმანების კრებული 2007 წელს გამოიცა. ლექსები შესულია ანთოლოგიაში "1980-1990-იანი წლების ქართველი პოეტები" (2010). გამოცემული აქვს თარგმანები: ჩინური პოეზიის მცირე ანთოლოგია - "ჩინური პეიზაჟური ლირიკა" (1998), ლუ სინის რჩეული თხზულებების კრებული "მოწოდება" (2001). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.158-159 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |