Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე კეცხოველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ტყვიავი, გორის რაიონი. 1903-1904 წლებში ხელმძღვანელობდა რსდმპ გორის ორგანიზაციას, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში; რევოლუციური საქმიანობის გამო სამი წლით იყო დაპატიმრებული, განთავისუფლდა ამნისტიით 1905 წლის 17 ოქტომბერს. 1900-1901 წლებში მუშაობდა გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, 1915 წლიდან იყო ბაქოს ნავთის მრეწველთა საბჭოს სტატისტიკოსი, 1918 წელს ბაქოს საგუბერნიო სასურსათო კომიტეტის გამანაწილებელი ბიუროს გამგე, 1919 წელს აზერბაიჯანის სამომხმარებლო კოოპერაციის კავშირის სტატისტიკური განყოფილების გამგე, 1924 წლიდან საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ცენტრალური კავშირის სტატისტიკოსი. ბაქოს ნავთის მრეწველთა საბჭოში მუშაობის დროს, როგორც ჟურნალისტი თანამშრომლობდა რუსულ ჟურნალთან "Нефтянное дело", აზერბაიჯანის კოოპერაციულ კავშირში მუშაობის დროს რუსულ კოოპერაციულ ჟურნალში "Трудовая жизнь" აქვეყნებდა სტატიებს, ასევე 1925 წლიდან თანამშრომლობდა ცეკავშირთან არსებულ ჟურნლ "კავშირში", შემდეგ "ჩვენ კოოპერაციაში" და სხვ. ივანე (ვანო) კეცხოველი წერდა სამრეწველო რაიონებში სასურსათო საკითხების მოგვარებისა და კოოპერაციული საქმიანობის შესახებ. რევოლუციონერი, კოოპერატორი. ზაქარია კეცხოველის შვილი, ლადო და ნიკოლოზ კეცხოველების ძმა, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ბიძა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.637 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |