The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრო მაჭარაშვილი

ანდრო მაჭარაშვილი
Date of birth:3 March, 1927
Date of death:23 August, 2008  (at 81 years)
Burial location:სოფელი კორბოული, საჩხერის მუნიციპალიტეტი
Category:Historian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კორბოული, საჩხერის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს.

მუშაობა დაიწყო საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. კორბოულის საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ; ახალგაზრდა მასწავლებლის მუშაობა მარტო პედაგოგიური საქმიანობით როდი შემოიფარგლებოდა. იგი მხარში ამოუდგა სასოფლო საბჭოს აქტივს და აქტიურად ჩაება სოფლების კეთილმოწყობის საქმეში; მას სისტემატიურად ირჩევენ კორბოულის სასოფლო საბჭოს დეპუტატად, სასოფლო საბჭოს აღმასკომის წევრად, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1958 წლიდან გადაყვანილ იქნა კორბოულის ახლად გახსნილ №2 საშუალო სკოლის დირექტორად და წლების განმავლობაში უმწიკლოდ ემსახურებოდა მომავალი თაობის აღზრდის უაღრესად რთულ და საპატიო საქმეს; მუშაობდა სახალხო განათლებისა და კულტ-საგანმანათლებლო მუდმივი კომისიის თავმჯდომარედაც, სადაც სისტემატურად იხილებოდა საკითხები სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობისა და მოსახლეობის კულტმომსახურების შესახებ; განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კადრებთან მუშაობას, მასწავლებელთა დახელოვნებასა და აღზრდას; 1964 წელს ა. მაჭარაშვილის ინიციატივითა და სათანადო ორგანოების მხარდაჭერით სოფელ გორაძირში გაიხსნა დაწყებითი სკოლა, ხოლო, 1963 წელს - სოფელ ნიგვზარაში რვაწლიანი სკოლა; იყო ამხანაგური სასამართლოს თავმჯდომარე, საზოგადოება "ცოდნის" ლექტორი, პარტიის საჩხერის რაიკომის შტატგარეშე ინსტრუქტორი და პოლიტსკოლის პროპაგანდისტი; საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობისა და მისი წარმატებული საქმიანობის შესახებ ხშირად წერდნენ პრესის ფურცლებზე (მაგ. "ყველასათვის მახლობელი ადამიანი", გაზეთი "ახალ ცხოვრება", 1967); კორბოულის №2 საშუალო სკოლის დირექტორად 1973 წლის 11 იანვრამდე მუშაობდა, ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა კორბოულის №1 საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც ასეთივე წარმატებით აგრძელებდა მუშაობას; 1989 წლის 2 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან პენსიაზე გასვლის გამო (მასწავლებლად დატოვებით); იგი 40 წელი მუშაობდა უწყვეტად საშუალო სკოლის ხელმძღვანელად, მათ შორის 31 წლის განმავლობაში დირექტორად, ხოლო 9 წელი სასწავლო ნაწილის გამგედ; 1991 წლის 20 სექტემბერს ატესტაციის შედეგად პირველი კატეგორიის პედაგოგის წოდება მიენიჭა. ანდრო მაჭარაშვილი საქართველოს დამსახურებული პედაგოგის ქრისტინე ხარშილაძის მეუღლე და მეცნიერ რევაზ მაჭარაშვილის მამაა.

Member of Organizations

  • სკკპ (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია), წევრი (1950-)

Share: