შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ლეონიძე![]()
ბიოგრაფიაგანათლება ევროპაში მიიღო. სპეციალობით ზოოტექნიკოსი, სამშობლოში დოქტორის ხარისხით დაბრუნდა. 1925 წელს სამეცნიერო მივლინებით გაემგზავრა გერმანიაში, ქალაქ კილში, სადაც 1927 წელს დააარსა სპეციალური ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია. 1929 წელს დაბრუნდა საქართველოში და ექსპერიმენტული ვეტერინარიის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორი გახდა. 1932 წელს იყო ზოოტექნიკურ-ვეტერინარული ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი; არის ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიის დამაარსებელი. წიგნმა - "მესაქონლეობის ლექსიკონი", რომელიც მიხეილ ჯავახიშვილს მიუძღვნა დიდი სამსახური გაუწია და კვლავაც გაუწევს მეღორეობის დარგის შესწავლაში ქართველ ზოოტექნიკოსებს, რადგან მასში მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით (ისტორიული მონაცემები, საქართველოში ღორის მოშენების, ადგილობრივი ჯიშის დახასიათების, მომთაბარეობის, ხორცის გამოყენებისა და სხვა), გაანალიზებული და გაშუქებულია ბევრი ისეთი მასალა, რომელიც თანამედროვე სპეციალურ ლიტერატურაში ან სრულებით არაა ასახული, წყარო: გამოფენა "რეპრესიები საქართველოში": archive.gov.ge; ჟურნალი "მასწავლებელი": mastsavlebeli.ge; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ. 810; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.340 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |