The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ლეონიძე

ლევან ლეონიძე
Date of birth:3 January, 1893
Date of death:1937  (at 43 years)
Category:Medical Doctor, Veterinarian, Public official, Scientist

Biography

განათლება ევროპაში მიიღო. სპეციალობით ზოოტექნიკოსი, სამშობლოში დოქტორის ხარისხით დაბრუნდა.

1925 წელს სამეცნიერო მივლინებით გაემგზავრა გერმანიაში, ქალაქ კილში, სადაც 1927 წელს დააარსა სპეციალური ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია. 1929 წელს დაბრუნდა საქართველოში და ექსპერიმენტული ვეტერინარიის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორი გახდა. 1932 წელს იყო ზოოტექნიკურ-ვეტერინარული ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი; არის ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიის დამაარსებელი. წიგნმა - "მესაქონლეობის ლექსიკონი", რომელიც მიხეილ ჯავახიშვილს მიუძღვნა დიდი სამსახური გაუწია და კვლავაც გაუწევს მეღორეობის დარგის შესწავლაში ქართველ ზოოტექნიკოსებს, რადგან მასში მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით (ისტორიული მონაცემები, საქართველოში ღორის მოშენების, ადგილობრივი ჯიშის დახასიათების, მომთაბარეობის, ხორცის გამოყენებისა და სხვა), გაანალიზებული და გაშუქებულია ბევრი ისეთი მასალა, რომელიც თანამედროვე სპეციალურ ლიტერატურაში ან სრულებით არაა ასახული,
ანდა ნაკლებ ხელმისაწვდომია დაინტერესებული მკითხველისთვის. პირველად მცირე ხნით დააპატიმრეს 1934 წელს, შემდეგ კი 1937 წელს და დახვრიტეს. პოეტ გიორგი ლეონიძის ძმა.

წყარო: გამოფენა "რეპრესიები საქართველოში": archive.gov.geჟურნალი "მასწავლებელი": mastsavlebeli.geქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ. 810; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.340

Bibliography


Share: