The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანეტა კვიციანი

ანეტა კვიციანი
ოფიციალური სახელი:ანა კვიციანი
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:2008  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ლახამურის რვაწლიან სკოლაში დირექტორად. რამდენიმე წლის შემდეგ გადავიდა ბეჩოს საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლად და პარალელურად სწავლა განაგრძო ასპირანტურაში; 1963-1969წწ. გადავიდა აფხაზეთში, კერძოდ გულრიფშის რაიონში და სოფელ ჩხალთის რვაწლიან სკოლაში დაინიშნა სასწავლო ნაწილის გამგედ, 1970 წელს მუდმივ საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. თბილსში და მუშაობა დაიწყო ჯერ პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო შემდეგ მუშაობა განაგრძო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც სტუდენტებს უკითხავდა პარტისტორიის კურსს. ამ პერიოდში მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია და სამეცნიერო საბჭომ ერთხმად მიანიჭა ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. სხვადასხვა დროს იყო ინსტიტუტის პარტორგანიზაციის მდივანი, მისაღები საგამოცდო კომისიის წევრი და თავმჯდომარე.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.214


გააზიარე: