Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანეტა კვიციანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ლახამურის რვაწლიან სკოლაში დირექტორად. რამდენიმე წლის შემდეგ გადავიდა ბეჩოს საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლად და პარალელურად სწავლა განაგრძო ასპირანტურაში; 1963-1969წწ. გადავიდა აფხაზეთში, კერძოდ გულრიფშის რაიონში და სოფელ ჩხალთის რვაწლიან სკოლაში დაინიშნა სასწავლო ნაწილის გამგედ, 1970 წელს მუდმივ საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. თბილსში და მუშაობა დაიწყო ჯერ პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო შემდეგ მუშაობა განაგრძო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც სტუდენტებს უკითხავდა პარტისტორიის კურსს. ამ პერიოდში მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია და სამეცნიერო საბჭომ ერთხმად მიანიჭა ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. სხვადასხვა დროს იყო ინსტიტუტის პარტორგანიზაციის მდივანი, მისაღები საგამოცდო კომისიის წევრი და თავმჯდომარე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.214
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |