Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანუჩა![]()
BiographyXVII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი, "ვეფხისტყაოსნის" ინტერპოლატორი. მას ჩაურთავს სტროფები პოემის ტექსტში, 11 სტროფი დაუმატებია "ავთანდილის ანდერძისათვის". ნანუჩას მიერ ჩართულ სტროფებს პოემის ზოგიერთ ხელნაწერში (ე. წ. ზაზასეული ხელნაწერი) მიწერილი აქვს "ნ" ან "ნა". არჩილ II "თეიმურაზისა და რუსთაველის გაბაასებაში" მოიხსენიებს ნანუჩას და ლექსს უწუნებს მას. ნანუჩა თანამედროვეთა მოწონებით სარგებლობდა. მამუკა თავაქარაშვილი მას "ტკბილი სიტყვების მხმობელს" უწოდებდა და გვერდში უყენებდა XII საუკუნის ქართველ კლასიკოსებს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 239
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |