The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ჟიჟიაშვილი

ნოდარ ჟიჟიაშვილი
Date of birth:30 December, 1974  (50 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ტოლოში, ასპინძის რაიონი.

დაამთავრა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი 2003 წელს, წიგნთმცოდნის, წიგნსაცავთმცოდნის, წიგნთაღმწერის სპეციალობით (კულტურის ფაკულტეტი, ფილოლოგიის კათედრა).

2005 წლიდან მუშაობს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ჟურნალ "ცისკარში" 2001 წელს, ხოლო 2002 წელს დაიბეჭდა გაზეთ "ქართულ კულტურაში". შემდგომ წლებში იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, მათგან აღსანიშნავია გაზეთი "ლიტერატურული საქართველო"; 2020 წლის გაზაფხულის პოეტური ალმანახი "წვიმის ელეგია"; აგრეთვე 2022-2023 წლებში დაიბეჭდა 21-ე საუკუნის ქართული პოეზიის ანთოლოგიებში: "ავტორთა რჩეული ლექსები", "სატრფიალო ლირიკა", "სამოქალაქო, რელიგიური და პატრიოტული ლექსები" და "ლექსის აკვანის" მე-10 და მე-11 ტომებში. 2007-2008 წლებში გამოსცა სამი წიგნი: "მე პოეზიის ანგელოზი მალაპარაკებს", "მესხეთის არწივები" და "შავფაროსნები".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.262

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემია, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

Bibliography


Share: