Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიონ საგანელი![]()
Biographyდაკავშირებული იყო ცისფერყანწელებთან. ქუთაისელი მწერლების "დიდი გადასახლების" დროს (1918) საგანელიც გადმოვიდა თბილისში. ორი, საკმაოდ უცნაურსახელწოდებიანი, წიგნის "კავრთოთავა" (1919) და "დრუმო" (1921) გამოცემისა და კონსერვატორიის დარბაზში თავისი შემოქმედებითი საღამოს გამართვის შემდეგ (1922 წლის 23 ნოემბერს), გიონ საგანელი, 1921-1923 წლების დროებითი განხეთქილებისას შექმნილი "ახალი მწერლობის კავშირის" წევრი, "ქიმერიონში ნასადილევი, ოთახში ჩაიკეტა, დიდი რაოდენობის ოპიუმი მიიღო და თავი მოიკლა" (სერგო კლდიაშვილი). ამ პოეტს მიუძღვნა ტიციან ტაბიძემ წერილი "გიონ საგანელი" (ვარამ გაგელის ფსევდონიმით. "პოეზიის დღე". 1922, №1) და ლექსითაც მოიგონა უდროოდ დაღუპული ახალგაზრდა პოეტი ("ვარ უსათუოდ იმის მოვალე, ლექსში ვახსენო გიონ საგანელი..."). დასაფლავებულია თბილისში, ძველი ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე (შემდეგში ვაკის პარკი), იქ, სადაც განისვენებენ დანიელ ჭონქაძე და ლავრენტი არდაზიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი საფლავი დაკარგულია. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.274-275 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |