Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჟუჟუნა ჩახუნაშვილი-ქინქლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფორტეპიანოს სპეციალობით 1956 წელს. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს თბილისის მ. ბალანჩივაძის სახ. მე-3 სამუსიკო სასწავლებელში, პედაგოგად (1956-2001), შემდგომ კი ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საერთო ფორტეპიანოს კათედრის პედაგოგად (1961-2004), სადაც 1991 წელს ენიჭება დოცენტის სამეცნიერო წოდება. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა და ორი ფორტეპიანოსათვის (ოთხ ხელში) გადააქვს ქართული მუსიკის კლასიკოსების საორკესტრო და ვოკალური ნაწარმოებები, რომელთაგან აღსანიშნავია: ალიოზ მიზანდარის - "მაზურკა", "პატარა ვალსი №1", "პატარა ვალსი №2", ვაჟა აზარაშვილის - "სახუმარო", "ანტიცა" (აფხაზური სახუმარო სიმღერა), "სატრფიალო", "მგზავრული", რევაზ ლაღიძის - "ნოქტიურნი", "სიმღერა", მერი დავითაშვილის - "ხორუმი". საერთო ფორტეპიანოს კათედრის დოცენტი, პიანისტი. თვალსაჩინო მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ოთარ ქინქლაძის მეუღლე. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |