Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო სპანდერაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. წნორი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა სტავროპოლის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 1985 წლიდან ცხოვრობს ქალაქ ერევანში. მუშაობს სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს ახალი ამბების საზღვარგარეთის გადაცემების განყოფილებაში, დიქტორ-მთარგმნელად, ერევნის საკვირაო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სათვისტომოს გაზეთ "ივერიის" ქართული ნაწილის რედაქტორად. მისი ლექსები და თარგმანები დაბეჭდილია არაერთ ქართულ და სომხურ პერიოდულ გამოცემაში. იგი არის "წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ "ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – "ივერიის" ორგზის ლაურეატი, მათ შორის 2022 წელსაც. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.287-288; ქართული ელიტა: qelite.info Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |