შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პლატონ ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფარცხნალი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან: "იმერეთი", "კოლხიდა", "ალიონი", "თეატრი და ცხოვრება", "ბათუმის გაზეთი", "ეშმაკის მათრახი", "Закавказская речь", "Черноморское побережье", სატირულ-იუმორისტულ ჟურნალებთან "პლატონ ბეის" ფსევდონიმით. მისი ნარკვევები ეძღვნება რელიგიის ისტორიას და სხვა საკითხებს. საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებში მუშაობდა კონსულად თურქეთში. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. რუსულად თარგმნა ნ. ლომოურის მოთხრობა "პატარა მეგობრები". მანვე შეკრიბა სერგია ერისთავის ოხუნჯობანი (გამოიცა ორჯერ). ავტორია პოპულარული სიმღერების ტექსტებისა და მელოდიებისა: "სალამურსა გულში ჩავწვდი", "საქათმეში შეპარულა მელა", "გიმნაზისტი გიმნაზისტკას", "ხელი მისკენ მიცოცავს" და სხვ. მეუღლესთან ერთად იყო ამ სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი. საავტორო მუსიკის შემსრულებელი. იუმორისტ-სატირიკოსი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.820; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.345
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |