The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ტარყაშვილი

ნინო ტარყაშვილი
Date of birth:1970  (55 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი.

სკოლაში სწავლის პარალელურად სწავლობდა ჟურნალისტთა სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო სამედიცინო აკადემიაში, პედიატრიულ ფაკულტეტზე.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ან თანამშრომლობდა სხვადასხვა პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებთან და ტელეკომპანიებთან. ამჟამად მუშაობს საპატრიარქოს მომლოცველთა სამსახურში და თანამშრომლობს საპატრიარქოს საგამომცემლო დეპარტამენტთან, აგრეთვე, საქართველოს საგვარეულოთა კავშირთან. გატაცებულია საეკლესიო გალობით, ხალხური სიმღერებით, ხევსურული ქარგვით და თექით. 2011 წელს გამოიცა ნინო ტარყაშვილის პირველი ლექსთა კრებული "ირმის ნახტომი".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.296

Bibliography


Share: