შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ჟვანია![]()
ბიოგრაფიაპიანისტი, მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის სპეციალური ფორტეპიანოს მიმართულების ასოცირებული პროფესორი. თბილისის კონსერვატორიის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ იგი გაემგზავრა გერმანიაში, დიუსელდორფის რ. შუმანის სახელობის კონსერვატორიაში სასწავლებლად. თანამედროვე მუსიკით განსაკუთრებულ დაინტერესებას მოჰყვა გამარჯვება ორლეანის (საფრანგეთი) XX საუკუნის საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე და მრავალჯერადი მონაწილეობა კარლჰაინც შტოკჰაუზენის კურსებში (გერმანია). მოპოვებული აქვს DAAD-ის, ალფრედ თოპფერის, ჰაინრიჰ ბიოლისა და Ensemble Modern-ის საერთაშორისო აკადემიის სტიპენდიები; 2008 წელს მიღებული აქვს ბიალისტოკის საფორტეპიანო დუეტების მე-4 საერთაშორისო კონკურსის (პოლონეთი) საპატიო დიპლომი (თამარ ჟვანიასთან ერთად). თანამედროვე მუსიკისადმი ინტერესმა განაპირობა მისი სამეცნიერო მოღვაწეობაც. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის (თანა) ავტორი. მათ შორის აღსანიშნავია მონოგრაფიები თანამედროვე საფორტეპიანო შემსრულებლობასა და მხატვრულ კვლევაზე. მას ხშირად იწვევენ თანამედროვე მუსიკისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფესტივალებსა და კურსებზე როგორც კონცერტების, ისე მასტერკლასების ჩასატარებლად (ამერიკაში, არგენტინაში, უკრაინაში, გერმანიასა და აზერბაიჯანში). დაკრული აქვს მსოფლიოს ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა პარიზის Salle Cortot, ბერლინის Konzerthaus, ბოსტონის Jordan Hall, ნიუ-იორკის Merkin Hall, Spectrum and NYU Black Box Theater, დიუსელდორფის Tonhalle, ბაქოს სახელმწიფო ფილარმონია, და Schloss Elmau. არის თბილისის კონსერვატორიის თანამედროვე მუსიკის ანსამბლის და ახალი მუსიკის ანსამბლის Georgia Modern თანადამფუძნებელი. 2010 და 2013 წლებში იყო ბოსტონის ნიუ-ინგლენდის კონსერვატორიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და მეცნიერ-თანამშრომელი. ჩატარებული აქვს ლექციები ჰარვარდისა და ტაფტსის უნივერსიტეტებში. ნ. ჟვანია ასევე ეწევა ჟურნალისტურ მოღვაწეობას: 2011-2013 წელბში იყო კლასიკური მუსიკის რადიოსადგურ "მუზას" პროგრამების მენეჯერი და წამყვანი, ხოლო 2015/2016 წლის სეზონში მას არჩილ გიორგობიანთან ერთად "პირველ არხზე" მიჰყავდა გადაცემა "მუსიკოლოგოსი". 2019 წლიდან მოყოლებული კი იგი წინანდლის ფესტივალის "პროგრამული ჩანიშვნების" ავტორია. ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |