The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი კაკაბაძე

ირაკლი კაკაბაძე
Other name:იაკი კაბე  (Pseudonym)
Date of birth:17 November, 1982  (42 years)
Category:Translator, Writer, Educator

Biography

სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, თბილისისა და პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, წლების განმავლობაში იყო ჟურნალ "მასწავლებლისა" და ინტერნეტ-გაზეთ mastsavlebeli.ge-ს რედაქტორი. ავტორია პოეტური და პროზაული კრებულებისა; 2018 წელს თარგმნა ქართველი მუჰაჯირების შთამომავლის, თურქულენოვანი მწერლის – რუმუზ დერინოზის პოეტური კრებული "Istanbul Travel Guide". ლექსების კრებული "ტანკები" 2013 წლის ეროვნული ბესტსელერია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია თურქულ, ლიტვურ, რუსულ, ფრანგულ და ბელორუსულ ენებზე, არის მრავალი ლიტერატურული ფესტივალისა და პროგრამის მონაწილე. ეწევა აქტიურ სამოქალაქო საქმიანობას ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების გამოხატვის შელახვის წინააღმდეგ. ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში, არის ქართული კულტურული ცენტრის – "გალაკტიონის" და სტამბოლის ქართველთა სათვისტომოს დამაარსებელი. ასწავლის ქართულ ენას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2020 წელს თურქულად ნათარგმნი "გამოსვლის წიგნი" თურქეთში წიგნების მაღაზიათა ქსელმა "პანდორამ" ბესტსელერების სიაში შეიყვანა.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

Bibliography


Share: