Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გვანცა ჯობავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი საგამომცემლო-სარედაქციო საქმის სპეციალობით 2007 წელს; 2009 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობით – განათლების სისტემის მართვა და ადმინისტრირება. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 2008 წელს ჟურნალ ლიტერატურულ პალიტრაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობა ელფის რედაქტორად, მარკეტინგისა და კვლევის ინსტიტუტის რედაქტორად და საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად. 2011 წლიდან გამომცემლობების – "ინტელექტი" და "არტანუჯი" – საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერია. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ნათარგმნი აქვს: სოლ ბელოუს "მისტერ სამლერის პლანეტა" (ინტელექტი, 2012); ჯონ ლენონის "როგორც მეწერება" (არტანუჯი, 2012); ანა პოლიტკოვსკაიას "პუტინის რუსეთი" (არტანუჯი, 2014); ჯონ სტაინბეკის "თაგვებსა და ადამიანებზე" (არტანუჯი, 2015); ჩინუა აჩებეს "ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს" (ინტელექტი, 2018). არის ორი საბავშვო წიგნის ავტორი: "5 ბავშვი - 5 თბილისი" (ელფი, 2009) და "კოლოფი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011). 2012 წელს გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა მისი სადებიუტო პოეტური კრებული "კარდიოგრამა"; 2013 წელს - პირველი რომანი "Check-In. წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |