The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკატერინე ტოგონიძე

ეკატერინე ტოგონიძე
Date of birth:16 March, 1981  (44 years)
Category:Writer, Journalist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა.

1999 წლიდან მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" წამყვანად; 2009-2011წწ. უძღვებოდა დილის გადაცემა "ალიონს". სატელევიზიო კარიერის პარალელურად ის ჟურნალისტიკაში ლექციებს კითხულობდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2011 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული "ანესთეზია''. მისი მოთხრობები ითარგმნა ინგლისურ და გერმანულ ენებზე, შევიდა გერმანულ და ამერიკულ გამოცემებში, მიიღო არაერთი ლიტერატურული ჯილდო. ეკატერინე ტოგონიძის სცენარმა გაიმარჯვა საქართველოს კინოცენტრის სცენარების განვითარების კონკურსში (2013). არის პროექტ "კვირის აზრების" ერთ-ერთი ავტორი, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ვიდეობლოგის სახით გადის; ჩართულია რამდენიმე სოციალურ პროექტში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად. მისი, როგორც პიარ მენეჯერის, საქმიანობა საქართველოში ლიტველების მიერ დაარსებულ კომპანია "free time-ში" დაიწყო, შემდეგ მან გაიარა გაუ თბილისის PR სკოლის სასერტიფიკატო კურსი - ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები - გახდა საუკეთესო სტუდენტი და ამავე კურსის ერთ-ერთი ლექტორი. 2014 წლიდან - ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტის მარკეტინგისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი.

წყარო: არმური: armuri.georgianforum.com

Awards and Honors

  • 2012 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    მოთხრობების კრებულისთვის "ანესთეზია''

Bibliography

  • ქართული ანბანი : 33 ემოცია = Georgian Alphabet 33 Emotions (Co-Author). - თბილისი, პალიტრა L, 2022. - 72გვ.. - ISBN: 9789941350559
  • შინ - შენ : რომანი (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2021. - 342გვ. . - ISBN: 9789941307201
  • ქარიშხალი მარგო : რომანი (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2018. - 128გვ. . - ISBN: 9789941239892
  • ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა : რომანი (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2016. - 115გვ. . - ISBN: 9789941236594
  • მომისმინე : მოთხრობების კრებული (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2015. - 134გვ. . - ISBN: 9789941235986
  • Aსინქრონი : რომანი (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. - 160გვ. . - ISBN: 9789941230455
  • ანესთეზია : მოთხრობები (Author). - თბილისი, საუნჯე, 2011. - 185გვ.. - ISBN: 9789941924248

Share: