The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ლორთქიფანიძე

მერაბ ლორთქიფანიძე
Date of birth:1836
Date of death:30 May, 1904  (at 68 years)
Burial location:სოფელი ჩუნეში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.
Category:Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩუნეში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში.

მსახურობდა შორაპნის მაზრის მომრიგებელ შუამავლად. 1876 წლიდან მონაწილეობდა საზოგადო საქმეებში: სათავადაზნაურო ბანკებში (ნესტორ წერეთლის წინააღმდეგ, ღოღობერიძეების მომხრე), არჩეული იყო ქუთაისის ქალაქის ხმოსნად და სხვ. მერაბ ლორთქიფანიძის ოჯახი იყო დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში მოწინავე ქართული ინტელიგენციის თავშეყრის ადგილი, სადაც ირჩეოდა და წყდებოდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხი. კონსტანტინე დადეშქელიანთან ერთად, მთავრობის მხრიდან იგი მონაწილეობდა სისხლის აღებისა და საგვარეულო დაპირისპირების აღკვეთის საქმეში. გლეხთა განთავისუფლებისა და ქართული სამიწადმოქმედო ბანკების დაარსების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. ივდით, თეოდოსია, ანა (ანეტა), ნინო, ელენე (ლიოლია), ალექსანდრე, იასონ და ნიკო ლორთქიფანიძეების მამა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.870; nobility.pro


Share: