Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თავაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით 1976 წელს. 1976-1990წწ. - ჩაის, სუბტროპიკებისა და ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი გაერთიანება, წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, ეკონომიკის სექტორის გამგე; 1991-1992წწ. - საქართველოს პრეზიდენტის აპარატი, აჭარა-გურიის რეგიონის კურატორი; 1991-1996წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ენერგეტიკის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა დ კავშირგაბმულობის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე; 1997 წლიდან - სახელმწიფო კომპანია "საქენერგოს" ფილიალის ელექტოენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის დირექციის დირექტორი; 1999 წელს - ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის აჭარის გაერთიანებული დირექციის გენერალური დირექტორი; 2000-2004წწ. - "აჭარის ენერგოკომპანიის" გენერალური დირექტორი; 2002-2004წწ. - საქართველოს საბითუმი ბაზრის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე; 2004 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე; 2007 წლიდან - სს "საქრუსენერგოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სკ "საქენერგოს" ფილიალში, შემდგომ აჭარის ენერგოკომპანიის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში მის მიერ პირველად საქართველოში განხორციელდა აბონენტთა აღრიცხვის კომპიუტერული სისტემის დანერგვა, ინკასატორთა ინსტიტუტის გაუქმება, მოხმარებული ელ. ენერგიის თანხების გადახდის საბანკო სისტემის შემოღება, ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწესრიგება და სხვა პროგრესული მეთოდები. არის ორი მონოგრაფიის თანაავტორი, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.139-140; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია: gnerc.org/ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |