The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი შოშიაშვილი

ალექსი შოშიაშვილი
Date of birth:30 January, 1976  (49 years)
Category:Businessmen

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში 1995 წელს.

14 წლის ასაკიდან შეუდგა საეკლესიო ცხოვრებას; მარტყოფის ღვთაების მონასტერში არქიმანდრიტ იობის (მროველი მიტროპოლიტი) სულიერი წინამძღვრობით იყო მორჩილად, შემდეგ მოღვაწეობდა მანგლისის მამათა მონასტერსა და ბათუმის საეპისკოპოსო რეზიდენციაში, სადაც ალექსი შოშიაშვილი ერთდროულად ასრულებდა მედავითნისა და ეკონომოსის მორჩილებას, ცხოვრობდა ჯუმათის მამათა მონასტერშიც, სადაც ასევე იყო სტიქაროსანი და მედავითნე. 1998 წელს მან დააარსა საეკლესიო გამომცემლობა "აკრიანი" ("ალილო"), როგორც გამომცემლობა, ასევე მაღაზიათა ქსელი არის საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური სტრუქტურა. იგი დაკავებული იყო საეკლესიო ინვენტარის წარმოებითაც.  მონაწილეობა მიიღო დანგრევის პირას მყოფი წმინდა ასურელი მამის, ანტონ მარტყოფელის სვეტის აღდგენაში (მიმდებარე სოფლების ახლაგაზრდების ფიზიკური შრომით და ალექსი შოშიაშვილის დიდი ფინანსური შეწირულობით სვეტი აღდგა და დღეს ის კვალვ მონაზონთა სამოღვაწეო კერაა). მის მიერ გაღებული ფინანსური რესურსით შემოიღობა და გამშვენდა მარტყოფის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ეზო, აშენდა სატრაპეზო. 2009-2011 წწ. აფინანსებდა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემებს: "ჩვენი ბიბლიოთეკა", "საღვთისმეტყველო საუბრები", "საეკლესიო ხელოვნება"; 2008-2010 წწ. მატერიალურად უზრუნველჰყოფდა საპატრიარქოს ოფიციალურ გამოცემას - "საპატრიარქოს უწყებანი". აღსანიშნავია გამომცემლობა "ალილოს" ღვაწლი საეკლესიო ლიტერატურის გამოცემაში; ითარგმნა და გამოიცა 500-ზე მეტი წიგნი, წმინდა იოანე ოქროპირის 24-ტომეული, "სვინაქსარი", ლოცვანი, საეკლესიო საბავშვო ლიტერატურა. შესწორებული სახით გამოიცა საღვთიმსახურო წიგნების ნაწილი: "სადღესასწაულო", "ჟამნი", "სამოციქულო", "ტრაპეზის სახარება". გამომცემლობა "ალილომ" პროფესორ ედიშერ ჭელიძის რედაქციით გამოსცა "ბიბლია", რომელშიც პირველად ძველ ქართულ ენაზე შევიდა წმინდა წერილის ძველი და ახალი აღთქმის ყველა წიგნის მეცნიერულად დაზუსტებული ტექსტი. ქართველი გამომცემელი, ქველმოქმედი და მეცენატი.

Bibliography

  • სულიერი მდელო : მართლმადიდებელი მოძღვრებისა და ეკლესიის მამების გამონათქვამები (Editor). - თბილისი, საქ. საპატრიარქოს სტ. შპს "მეგობრობა", 2014. - 960გვ.
  • რუსუდან ტოზაშვილი = Rusudan Tozashvili : ფერწერა, გრაფიკა (Editor). - თბილისი, სეზანი, 2011. - 184გვ.. - ISBN: 9789941031014

Share: