Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კანდი მერლანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებელო სასწავლებელი 1967 წელს; საქართველოს ქორეოგრაფიის სახალხო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვების ფაკულტეტი 1989 წელს. მე-3 კურსიდან იგი გაწვეულ იქნა სამხედო სამსახურში, სადაც მისი ხელმძღვანელობით, შეიქმნა ჯერ ქ. ორიოლში, შემდეგ ქ. მოსკოვში ქართული ცეკვის ჯგუფი, რომელიც კონცერტებს მართავდა როგორც სამხედრო ნაწილებში, ისე სამოქალაქო მოსახლეობაში ძირითადად ქართული პროგრამით. 1966 წელს ანსამბლი მიიწვიეს კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლების დათვალიერებაზე ჩეხოსლოვაკიაში, საიდანაც ლაურეატობის წოდებით დაბრუნდნენ. ამავე წელს მონაწილეობა მიიღეს ქართული კულტურის დღეებში მოსკოვში, სადაც ლაურეატობა დაიმსახურეს. 1967 წლის 30 ივნისს სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიამ მას მიანიჭა თვითმოქმედი ქორეოგრაფიული კოლექტივის ხელმძღვანელის კვალიფიკაცია. 1967 წლიდან იგი არის, ჯერ ანსამბლი "ლილეს", შემდეგ "რიჰოს" უცვლელი ქორეოგრაფი. 1957 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკაში ჩატარებული ყველა ფესტივალსა და ოლიმპიადაში. მიღებული აქვს დიპლომი ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა III რესპუბლიკურ კონკურსზე. გადაღებულია კინოფილმ "ცისკრის ზარებში", როგორც მოცეკვავე და ცეკვის დამდგმელი. 1971-1975წწ. მიღო ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები, როგორც ბავშვთა კოლექტივის ხელმძღვანელმა. მან მრავალჯერ წარადგინა საზღვარგარეთ სვანური ფოლკლორის ნიმუშები: - 1997 წელს ბავშვთა ანსამბლი "თეთნულდი" გერმანიაში, 1999 წელს ანსამბლი "რიჰო" საფრანგეთში და ბელგიაში, 1999 წელს განახლებული ანსამბლი "თეთნულდი" - საფრანგეთში. მონაწილეობა აქვს მიღებული, როგორც მოცეკვავეს და ქორეოგრაფს საპატიო სტუმრების მისაღებ კონცერტებზე და ბანკეტებზე. პრეზიდენტებისა და სენატორების შეხვედრაზე, აგრეთვე ტელეგადაცემებში, რომლებიც გადაღებულია სვანური ფოლკლორის თემებზე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.245 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |