Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ კაპანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩხირაული, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა საკავშირო კავშირგაბმულობის ინსტიტუტი 1968 წელს და მიენიჭა კავშირგაბმულობის ინჟინრის კვალიფიკაცია. 1959-1964წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "სახკავშირპროექტის" საქართველოს კავშირგაბმულობის საპროექტო ჯგუფში; 1964-1970წწ. - "საქენერგოპროექტში" ტექნიკოსის, ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის, კავშირგაბმულობის ობიექტების პროექტის მთავარი ინჟინრის თანამდებობებზე; 1970 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" ენერგოსისტემების მართვის საშუალებათა განყოფილებას. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს ენერგოსისტემის ახალი ტექნიკით აღჭურვის სასისტემო სქემები, რომლებმაც შემდეგ გამოყენება ჰპოვა სადისპეტჩერო-ტექნოლოგიური მართვის ტელემექანიკისა და ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკისათვის საჭირო მაღალსიხშირიანი არხების პროექტირების დროს ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა "საქმთავარენერგოს კავშირგაბმულობის ცენტრალური კვანძის რეკონსტრუქცია", 220 კვ ქვესადგურები: რუსთვი, ხაშური, გორი, მენჯი, სოხუმი, ჟინვალი, ქუთაისი, წყალტუბო, მარნეული, ბათუმი; 500კვ ქვესადგური ქსანი; 500კვ ელექტროგადამცემი ხაზები: თბილსიის სრესი-ახალციხე-ზესტაფონი; ენგურჰესი-ზესტაფონი; ენგურჰესი-სოხუმი-დაგომისი (საქართველოს ტერიტორიაზე); სტავროპოლის სრესი-ცენტრალნაია-ენგურჰესი (საქართველოს ტერიტორიაზე); აზსრესი-ქსანი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.158-159
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |