The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ხუნდაძე

ნოდარ ხუნდაძე
Date of birth:1929
Date of death:2016  (at 87 years)
Category:Translator, Writer, Educator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კოლხიდა, გაგრის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1951 წელს.

1951 წლიდან მუშაობდა ჯერ გაგრის პირველი საშუალო სკოლის, შემდეგ ბზიფის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. პარალელურად წერდა და აქვეყნებდა წერილებს, სტატიებს, მოთხრობებს ჟურნალ-გაზეთებში. 20 წლის განმავლობაში იყო გაგრის საქალაქო გაზეთ "ავანგარდის" რედაქტორის მოადგილე. 1987 წელს დაინიშნა ჟურნალ "ნიანგის" კორესპონდენტად აფხაზეთში. აფხაზეთიდან დევნილობის პერიოდში გამოსცა პოეტური კრებულები: "აფხაზეთია ჩვენი ტკივილი", "ტკივილიანი სონეტები", "ტკივილი, ისევ ტკივილი", "ლირიკა". იგი აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. მან რუსულიდან ქართულად თარგმნა რამდენიმე რომანი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.401

Bibliography


Share: