Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ კვირიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით - სამრეწველო ქალაქებისა და სოფლის მეურნეობის ენერგომომარაგება 1992 წელს. მუშაობა დაიწყო შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" დისპეტჩერად; 2005-2010წწ. მუშაობდა უფროს დისპეტჩერად; 2010 წლიდან - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ტექნიკური უსაფრთხოებისა და ინსპექციის სამსახურის უფროსად. მისი თაოსნობით დამუშავდა ელექტროსისტემის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ეტაპობრივი შესრულებით მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ელექტროსისტემაში არსებული ვიწრო ადგილები, შესაბამისად, შემცირდა ავარიები და გამოირიცხა პერსონალის მიზეზით გამოწვეული დარღვევები. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: 2008 წელს - სისტემის ქსელური ანალიზის კურსი (SINS); 2011 წელს - მუდმივი დენის ჩანართის ძირითადი პრინციპები და გამოყენების კურსი (SINS); 2013 წელს - მართვის აკადემია (თბილისი), პროექტების მართვის სრული კურსი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.166 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |