Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ჯახუტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს. 2005-2007წწ. იყო თიბისი ბანკის საკრედიტო ექსპერტი; 2007-2008წწ. საქართველოს ბანკის საკრედიტოს უფროსი; 2008-2013წწ. საქართელოს ბანკის იპოთეკური სესხების ცენტრის დირექტორი; ლექსების წერა დაიწყო 14 წლის ასაკიდან. 1998-2002 წლებში მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში - "ცისკარი", "ლიტერატურული საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკა", "ახალი ეპოქა" (ჩვენი მწერლობა), გაზეთი "ბათუმი", "სარკმელი საქართველოსი", "უნივერსიტეტის გაზეთი". 2000 წელს გამოიცა კრებული, რომელშიც თავმოყრილია იოჰან ვოლფგან გოეთეს ლექსის "მგზავრის ღამეული სიმღერა"-ს ქართველ ავტორთა თარგმანები. აღნიშნულ წიგნში შესულია მისი ორი თარგმანი. 2012 ლიტერატურულმა გაერთიანებამ "ლიტერატურული კლუბი" გამოსცა პოეტური კრებული "თავფურცელი", რომელშიც გაერთიანდა ლიტერატურულ კლუბის საიტის თავფუცელზე გასული ლექსები. აღნიშნულ წიგნში შესულია გურამ ჯახუტაშვილის სამი ლექსი. 1998-2013წწ. ავტორის შემოქმედება მოიცავს 400 მდე ლექსს, მიკრო პოემას, პროზაულ ჩანახატებს და თარგმანებს. კერძოდ, ჰერმან ჰესეს, ჰაინრხ ჰაინეს, რაინერ მარია რილკეს,იოჰან ვოლფგან გოეთეს, ემილი დიკენსონის პოეზიის თარგმანებს. 2013 წელს შედგა გურამ ჯახუტაშვილის დებიუტი. 2013 წელს გამოსცა პოეტური კრებული "თევზის ოთახი", შემდეგ "მზის ჩრდილი" (2018). თარგმნილი აქვს გოეთეს, ჰაინეს, რილკეს, დიკინსონის ლექსები ქართულ ენაზე. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.414-415; არმური: armuri.georgianforum.com Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |