Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ კილასონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1962 წელს; ასპირანტურა - 1969 წელს. 1969 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე, ინსტიტუტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. 1980 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგი; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროში შედის ჰიდროტექნიკური და სატრანსპორტო მშენებლობის, ჰიდრავლიკისა და ჰიდროენერგეტიკის, საფრენი აპარატების სამშენებლო მექანიკის აქტუალური საკითხები. მის მიერ მიღებული მეცნიერული შედეგები ასახულია 100-მდე სამეცნიერო პუბლიკაციაში და ნორმატიულ დოკუმენტში, გამოყენებულია მრავალი ჰიდროელექტროსადგურის დაპროექტებისას. არის რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მონაწილე. წლების მანძილზე შედიოდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებულ საუწყებათშორისო საბჭოს ენერგეტიკული ნაგებობების სეისმომედეგობის კომისიაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი სადოქტორო და ერთი საკანდიდატო დისერტაცია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1996). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.168-169; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 37 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |