The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ კირვალიძე

ნიკოლოზ კირვალიძე
Date of birth:1920
Date of death:1999  (at 79 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტრული ქსელები და სისტემები" ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1947 წელს.

1939-1941წწ. მუშაობდა ქვესადგურ ავლაბარში მორიგე ელექტრიკოსად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. თელავში "საქსოფლელექტროს" თელავის ელექტროქსელის მთავარ ინჟინრად; 1962-1987წწ. "საქმთავარენერგოს" თელავის ელექტროქსელის დირექტორი. მისი თაოსნობით თელავის ელექტროქსელები აღიჭურვა იმ დროისათვის ავტომატიზაციის საუკეთესო საშუალებებით, განხორციელდა რეგიონის სრული ელექტროფიკაცია, მთათუშეთის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. არჩეული იყო თელავის რაიონული საბჭოს დეპუტატად. დაჯილდოებული იყო სიგელებითა და მედლებით, მათ შორის, მედლით "მტრის ზურგში წარმატებული მუშაობისათვის".

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.170

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

Share: