Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის კოჟორიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1971 წელს. მუშაობა დაიწყო "საქმთავარენერგოს" ცენტრალურ სადისპეტჩერო სამსახურში მორიგე დისპეტჩერად. მალე დაწინაურდა უფროს დისპეტჩერად; 1985-1995წწ. - სადისპეტჩერო სამსახურის უფროსი; 1996-1999წწ. სკ "საქენერგოს" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2000-2002წწ. - შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია-2000"-ის გენერალური დირექტორი; 2003 წლიდან სს "თელასის" სადისპეტჩერო მართვის დეპარტამენტის უფროსი. მის მიერ საქართველოს ენერგოსისტემისთვის დამუშავებული და პრაქტიკაში დანერგილი იქნა სხვადასხვა სახის სამოქმედო და სახელმძღვანელო დოკუმენტი ენერგოსისტემის მართვისა და ავტომატიზაციის სფეროში. მისი დახმარებით ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი დაეუფლა ენერგოსისტემის ოპერატიული მართვის საფუძვლებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი დამსახურება 1990-იანი წლებში, როცა სიმძლავრის მკვეთრი დეფიციტისა და სხვა ქვეყნების ენერგოსისტემებიდან იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის მეტად რთულ პირობებში შენარჩუნებულ იქნა საქართველოს ენერგოსისტემის ერთიანი მართვა და მნიშვნელოვან საპასუხისმგებლო მომხმარებელთა უწყეტი ელექტრომომარაგება. მიღებული აქვს საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბ., 2016.- გვ.175-176 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |