The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი კორძახია

ირაკლი კორძახია
Date of birth:1924
Date of death:1992  (at 68 years)
Category:Geologist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს და მიენიჭა გეოლოგის კვალიფიკაცია.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ უფროს გეოლოგად მოქვის საძიებო ჭაბურღილზე. 1950 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" მოქვის ნავთობძიების უფროსი; 1955 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" ბურღვის კანტორის ბზიფის, სოხუმის, კოლხიდის, საცხენისის და გომბორის ფართობებზე უბნის უფროსი; 1963 წლიდან - გეოლოგიური სამმართველოს ძირულას, თეთრი-წყაროს და ხრამის საძიებო-გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1965 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" საძიებო-გეოლოგიური კანტორის უფროსი. 1968 წელს იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში ალჟირში. დაბრუნების შემდეგ, 1969 წელს დაინიშნა ტრესტ "საქნავთობის" თბილისის პირაღრმა ბურღვის ძიების უფროსად; 1973 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" სადაზვერვო ჭაბურღილების ათვისების კანტორის უფროსის მოადგილე; 1975 წლიდან - სგ "საქნავთობის" საწარმოო მომსახურების ბაზის მთავარი ინჟინერი; 1987 წლიდან - ს/გ "საქნავთობის" ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოს საამქროს უფროსი; 1989 წლიდან გარდაცვალებამდე - სგ "საქნავთობის" საძიებო-გეოლოგიური კანტორის გეოლოგი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.176

Awards and Honors

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული გეოლოგი

Share: