The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არკადი კოტია

არკადი კოტია
Date of birth:8 September, 1907
Date of death:15 April, 1995  (at 87 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს და მიიღო ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია.

მუშაობა დაიწყო ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრაზე ასისტენტად. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ნაყოფიერად შრომობდა ქვეყნის მნიშვნელოვან ელეტროტექნიკურ საწარმოებსა და ობიექტებზე. 1936 წელს დაინიშნა თბილისის თბოელექტროსადგურის მშენებლობის უფროსის მოადგილედ. მშენებლობის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მთავარ ინჟინრად; 1943-1948წწ. - დირექტორად. 1947 წელს მიენიჭა დოცენტისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდებები. 1948-1953წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში. დიდი ამაგი დასდო ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გამოვლენის, ელექტრული სისტემის მუშაობის რეჟიმების დადგენისა და რეგულირების საქმეს. 1951-1982წწ. ხელმძღვანელობდა ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრას, ამავე დროს, წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ სასწავლო ლაბორატორიებში ათასობით ახალგაზრდამ მიიღო ცოდნა ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების, ზოგადი ელექტროტექნიკისა და ელექტრომზომელობის ფუნდამენტურ დისციპლინებში. იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის და სახელმძღვანელოების ავტორი. ელექტროტექნიკოსი, საქართველოში ენერგეტიკის დარგისა და ელექტროტექნიკური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაჯილდოებული იყო საპატიო სიგელებითა და მედლებით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1946).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.177-178; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.190

Bibliography


Share: