The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კოხრეიძე

თამაზ კოხრეიძე
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1971 წელს.

1971-1973წწ. - "საქმთავარენერგო", ცენტრალური სადისპეტჩერო, ინჟინერი; 1973-1976წწ. - სამრეწველო ელექტროენერგეტიკის ლაბორატორია, ასპირანტი; 1976-1981წწ. - მოსკოვის გ.მ. კრჟიჟანოვსკის სახელობის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. დაამუშავა მუდმივი დენის უკონტაქტო ელექტრულ ძრავებში ძაბვისა და სიხშირის ახალი რეგულირების კანონები და განახორციელა ისინი პრაქტიკულად. "კრიოგენული ელექტროტექნიკის" ლაბორტორიაში მუშაობის დროს მის მიერ დამუშავებულ იქნა სხვადასხვა ზეგამტარული ელექტრომოწყობილობების სქემები და კონსტრუქციები, რომლებზეც მიღებული აქვს მრავალი საავტორო მოწმობა. 1981-1984წწ. - თბილისის ელექტროტექნიკური მოწყობილობების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1998წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ელექტრული სადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრა, დოცენტი; 1998-2004წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საავიაციო მოწყობილობების კათედრა, პროფესორი; 2006-2007წწ. - სს "ელმავალმშენებელი", წევის ელექტრული მანქანებისა და აპარატების გამოსაცდელი ცენტრი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009-2010წწ. - სს "თბილსრესი", საწარმოო-ტექნიკური განყოფილება, წამყვანი სპეციალისტი; 2010-2011წწ. - შპს "ელ ინდასტრი ჯორჯია", საპროექტო განყოფილება, წამყვანი სპეციალისტი; 2011-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის დეპარტამენტის პროფესორი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი. არის 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1979), ტექნკურ მეცნიერებათა დოქტორი 1997), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.182; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი (1999-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: