Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ კოხრეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1971 წელს. 1971-1973წწ. - "საქმთავარენერგო", ცენტრალური სადისპეტჩერო, ინჟინერი; 1973-1976წწ. - სამრეწველო ელექტროენერგეტიკის ლაბორატორია, ასპირანტი; 1976-1981წწ. - მოსკოვის გ.მ. კრჟიჟანოვსკის სახელობის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. დაამუშავა მუდმივი დენის უკონტაქტო ელექტრულ ძრავებში ძაბვისა და სიხშირის ახალი რეგულირების კანონები და განახორციელა ისინი პრაქტიკულად. "კრიოგენული ელექტროტექნიკის" ლაბორტორიაში მუშაობის დროს მის მიერ დამუშავებულ იქნა სხვადასხვა ზეგამტარული ელექტრომოწყობილობების სქემები და კონსტრუქციები, რომლებზეც მიღებული აქვს მრავალი საავტორო მოწმობა. 1981-1984წწ. - თბილისის ელექტროტექნიკური მოწყობილობების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1998წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ელექტრული სადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრა, დოცენტი; 1998-2004წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საავიაციო მოწყობილობების კათედრა, პროფესორი; 2006-2007წწ. - სს "ელმავალმშენებელი", წევის ელექტრული მანქანებისა და აპარატების გამოსაცდელი ცენტრი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009-2010წწ. - სს "თბილსრესი", საწარმოო-ტექნიკური განყოფილება, წამყვანი სპეციალისტი; 2010-2011წწ. - შპს "ელ ინდასტრი ჯორჯია", საპროექტო განყოფილება, წამყვანი სპეციალისტი; 2011-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის დეპარტამენტის პროფესორი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი. არის 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1979), ტექნკურ მეცნიერებათა დოქტორი 1997), პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.182; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |