შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კუხალეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1951 წელს, მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. 1942 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში და 1946 წლამდე იბრძოდა როგორც რიგითი მეზღვაური სამხედრო-საზღვაო ფლოტში. მიღებული აქვს მრავალი სამხედრო ჯილდო. 1946 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1951-1954წწ. მუშაობდა ინჟინრად "საქნავთობში"; 1955-1964წწ. - ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე; 1964 წლიდან ხელმძღვანელობდა "ელექტროსისტემების პერსპექტიული დაპროექტების" განყოფილებას. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების სქემები, რომლებიც შემდეგ გამოყენებულ იქნა კონკრეტული ენერგოობიექტების დაპროექტების დროს. 1989 წლიდან გარდაცვალებამდე იყო "ელექტროსისტემების პერსპექტიული დაპროექტების" განყოფილების მთავარი სპეციალისტი. მონაწილეობდა "საქართველოს ენერგეტიკული პროგრამის" და "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების კონცეფციის "დამუშავებაში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.183-184 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |