Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ლომიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: გორის რაიონი. 1940 წელს ჩაირიცხა საქართველოს ინდურსტიული ინსტიტუტის ელექტროტექნიკურ ფაკულტეტზე. 1941 წელს მოხალისედ წავიდა არმიაში. 1945 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1949 წელს. მუშაობა დაიწყო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" საპროექტო კანტორის ინჟინრად; 1951-1953წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "საქენერგოპროექტის" ელ. გადამცემი ხაზების სექტორის უფროს ინჟინრად, ჯგუფის, სექტორის უფროსად; 1963 წელს - ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" ელ. გადამცემი ხაზების განყოფილების უფროსად. 1969-1972წწ. მივლინებული იყო ეგვიპტეში საძიებო-კვლევითი საპროექტო ინსტიტუტის ეგვიპტის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, არე-ს სოფლის ელექტროფიკაციის მთავარი საბჭოთა ექსპერტის მოადგილედ. ხელმძღვანელობდა ადგილობრივი სპეციალისტების მომზადებას, ობიექტების დაპროექტებას. 1972-2006წწ. - "ენერგოქსელპროექტის" ელ. გადამცემი ხაზების განყოფილების უფროსი, შემდეგ მთავარი სპეციალისტი. მისი მოღვაწეობის დროს დაპროექტდა და აშენდა 500 კვ. ელ. გადამცემი ხაზები: ენგურჰესი-ზესტაფონი, ენგურჰესი-სოხუმი-მუხრანის ველი (ქსანი), ენგურჰესი-ცენტრალნაია-სტავროპოლჰესი (საქართველოს ტერიტორიაზე); 220 კვ. ელ. გადამცემი ხაზები: მენჯი-დ. ბათუმი, ვარდნილჰეს-4-დ. ბათუმი, დ. ბათუმი-ხოფა და მრავალი 110 კვ. და 35 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საიუბილეო სამკერდე ნიშნები: "ენერგოქსელპროექტი 1962-1972წწ., "უკრაინის გათავისუფლების 50 წლისთავისთვის"; მრავალი მადლობა და წარჩინების დიპლომი. მისი მოგონებები შეტანილია წიგნში "ენერგეტიკა დიდ სამამულო ომის 1941-1945წწ", რომელიც გამოიცა ქ. მოსკოვში 2005 წელს. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.200 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |