Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ბახტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი (სპეციალობა – არქიტექტურის თეორია და ისტორია) 1976 წელს; 1978-1980 წწ. საქართველოს მეცნ. აკადემიის ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურის დაუსწრებელი კურსი ქართული ხელოვნების ისტორიასა და არქეოლოგიაში. 1980-2004 წწ. მუშაობდა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნ. თანამშრომლად, ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებს; 1991-1992 წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში ისტორიისა და კულტურის ძეგლთა ინსპექციის სამმართველოს უფროსად; 1996-2001 წწ. გ. ჩიტაიას სახ. საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1995-2005 წწ. მუშაობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჯერ დოცენტად, შემდეგ კი – პროფესორის მოვალეობის შემსრულებლად; 2010 წლიდან დღემდე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ ასოცირებულ პროფესორად, 2018 წლიდან კი პროფესორად; არის არქეოლოგიის, არქიტექტურის თეორიისა და ისტორიის სპეციალობათა მიჯნაზე შექმნილი, საქართველოსა და საზღვარგარეთის 12 ქვეყანაში გამოქვეყნებული 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 7 მონოგრაფიის ავტორი. პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგიის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქვემო ქართლის კლდის ძეგლები", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კლდეში ნაკვეთი ძეგლების გენეზისი და განვითარების გზები საქართველოში", დაიცვა 2004 წელს. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |