Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბარბარე როსტომაშვილი![]()
Biographyთელავის წმინდა ნინოს სასწავლების დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის თეატრალურ (სამხატვრო) სტუდიაში, სადაც მას თეატრალურ ხელოვნებას ასწავლიდნენ სტანისლავსკი და ნემიროვიჩ-დანჩენკო. 1905-1917 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, პროფესორ გერეანის ბინაში. მასთან ხშირად იკრიბებოდნენ მოსკოვში მცხოვრები ქართველი სტუდენტები. 1904 წელს ბარბარე როსტომაშვილის ხელმძღვანელობით თელავში დაიდგა აკაკი წერეთლის "პატარა კახი", პიესაში ერეკლე II როლი მან შეასრულა, ხოლო ტურფას როლი მისმა დამ ტასო როსტომაშვილმა (სანდრო ახმეტელის პირველი ცოლი). მას შესრულებული აქვს ნატალიას როლი ფილმში "ქრისტინე" (რეჟისორი, ალექსანდრე წუწუნავა, 1916-1918). ბარბარე როსტომაშვილმა 60 წლის მანძილზე საქართველოსა და რუსეთის თეატრების სცენაზე შეასრულა 100-ზე მეტი როლი; სოფელ ლალისყურისა და ფშაველის კლუბებში მისი ხელმძღვანელობით ტარდებოდა მხატვრული კონცერტები, წიგნების გამოფენები და თეატრალური წარმოდგენები. ბარბარე როსტომაშვილი გარდაიცვალა სოხუმში, შემდეგ მადლიერმა ლალისყურელებმა სოფელ ლალისყურში გადაასვენეს. ივანე როსტომაშვილის შვილი, ტასო როსტომაშვილ-ახმეტელის და. წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.88
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |