Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გუგული მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემია 1954 წელს; თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1959 წელს. 1959-1963წწ. - საკავშირო ტრესტ "ტრანსელექტრომონტაჟი"-ს 705 ელექტროსამონტაჟო მატარებელში ელექტროშემკეთებელი, წევის ქვესადგურების დამონტაჟების ოსტატი, გამწყობ-გამშვების ინჟინერი; 1963-1969წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრიფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის საგზაო ელექტროტექნიკური ლაბორატორიის უფროსი ელექტრომექანიკოსი, უფროსი ინჟინერი; 1969-1978წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრიფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის მთავარი ინჟინერი; 1978-1983წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრიფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის უფროსი; 1983-1988წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე, საგზაო რევიზორი მოძრაობის უსაფრთხოების დარგში; 1988 წლიდან - ამიერკავკასიის რკინიგზის მოძრაობის სამსახურის უფროსის მოადგილე მართვის ავტომატიზებული სისტემების დარგში; 1988-1990წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზის ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1990-1993წწ. - საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მეურნეობის სამმართველოს უფროსი, გზის უფროსის მოადგილე; 1991-1995წწ. - საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1995-2004წწ. საქართველოს რკინიგზის სახელმწიფო დეპარტამენტი - გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. 2004 წლიდან პენსიონერი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.205; მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი: maisuradzeni.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |