The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო შიუკაშვილი-გოგნიაშვილი

ნინო შიუკაშვილი-გოგნიაშვილი
Legal name:ნინო შიუკაშვილი
Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Educator, Public Man

Biography

დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს ოთხკლასიანი სასწავლებელი (13 წლის ასაკში ანა ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიით); სწავლა გააგრძელა თბილისის წმინდა ნინოს შვიდკლასიან სასწავლებელში.

მუშაობდა პედაგოგად ჩერქეზიშვილის ოჯახში, ბოდბის დედათა მონასტერთან არსებულ წმინდა ნინოს ორკლასიან სასწავლებელში. თელავში დაბრუნების შემდეგ, ნინო შიუკაშვილმა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსის, იანოვსკისგან მიიღო კერძო სასწავლებლის გახსნის უფლება, რომელიც ატარებდა ასეთ სახელწოდებას: "Частное учебное заведение III разряда Н. М. Шиуковой". ამ სასწავლებელში თითქმის ყველა საგანი ქართულ ენაზე ისწავლებოდა და ფაქტობრივად იგი პირველ ქართულ სკოლას წარმოადგენდა, შემდეგ ნინო შიუკაშვილი მეუღლესთან, ალექსანდრე გოგნიაშვილთან ერთად საცხოვრებლად სანკტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც ისინი საზოგადოება "კახეთის" მესვეურები იყვნენ, მათი ოჯახი საქართველოდან ჩასული ახალგაზრდების შეხვედრების ადგილი იყო. შემონახულია ცნობა, რომ 1907 წელს, როდესაც ილია ჭავჭავაძე სანკტ-პეტერბურგში სახელმწიფო საბჭოს მეორე სხდომაზე ჩავიდა, იგი ნინო შიუკაშვილის ოჯახში დაბინავდა. 1910 წელს ნინო შიუკაშვილი ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ გახსნილ სკოლას. მისი მოთხრობები ხშირად იბეჭდებოდა ქართულ საბავშვო ჟურნალებში.

წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.47


Share: