The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულიკო მაისურაძე-ბერაია

გულიკო მაისურაძე-ბერაია
Date of birth:16 March, 1950  (75 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით "მარგი წიაღისეულის საბადოთა დაზვერვის ტექნიკა და ტექნოლოგია" 1973 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია.

1973 წელს მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" თბილისისპირა ღრმა ბურღის ძიებაში, ჯერ მუშად ჭაბურღილზე, შემდეგ საწარმოოტექნიკურ განყოფილებაში ინჟინრად. 1975 წელს დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა ბურღვის სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად, შემდეგ მთავარი ინჟინრის მოადგილედ უსაფრთხოების ტექნიკის საკითხებში. 1980 წელს არჩეული იქნა სგ "საქნავთობის გაერთიანებული პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1984-2007წწ. იყო "საქნავთობის" პროფკომიტეტის თავმჯდომარე; 1999-2005წწ. - სააქციო საზოგადოება ნავთობის ეროვნული კომპანია "საქნავთობის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2007 წლიდან - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მთავარი სპეციალისტი. მინიჭებული აქვს ნავთობის, გაზის და ნავთობგაზკომპლექსის მშენებლობის პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პრემიის ლაურეატის წოდება და დაჯილდოებულია სამკერდე ნიშნით. 2013 წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დააჯილდოვა მედლით "დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" და გადაეცა შესაბამისი მოწმობა.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.207

Member of Organizations

  • ბუნებისა და საზოგადოების შესახებ მეცნიერების საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი, საქართველოს ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე (2001-2004)
  • ნავთობისა და გაზის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე (1997-2004)

Awards and Honors

  • 2001 - საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი
  • 2000 - ღირსების მედალი

Share: