Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ონიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი სპეციალობით სამკურნალო საქმე 1984 წელს; ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქალაქის I საავადმყოფო ინტერნატურა, სპეციალობა: თერაპია (1984-1985); ქ. მოსკოვის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის რევმატოლოგიის ინსტიტუტი კლინიკური ორდინატურა, სპეციალობა: რევმატოლოგია (1988-1990); საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია საქართველო მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა (2003); ქ. მოსკოვის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის რევმატოლოგიის რუსეთი ინსტიტუტი სახსრების დაავადებათა (ანთებითი და არაანთებითი) ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აკადემიური პროგრამა (2006); The European League Against Rheumatism (EULAR) თურქეთი სახსრების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ბაზისური კურსი (2016). 1985-1988წწ. ქ. რუსთავის მედ. სან. ნაწილი თერაპევტი; 1990 წლიდან ქ. თბილისის აკად. ვ. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი რევმატოლოგი, სახსრების ულტრაბგერითი კვლევის სპეციალისტი; 2009 წლიდან ავერსის ცენტრალური კლინიკის ექიმი რევმატოლოგი, სახსრების ულტრაბგერითი კვლევის სპეციალისტი; 2009 -2012წწ. ოჯახის კლინიკა (BCI-ალდაგი) ექიმი რევმატოლოგი; იგი მრავალი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის ავტორია, რომელიც რეგულარულად იბეჭდება სამედიცინო მიმართულების ჟურნალებსა და გამოცემებში; აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და მედიცინის მეცნიერთა შეხვედრებში. მედიცინის დოქტორი (2002). სადოქტორო დისერტაციის თემა – "სახსრების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ანთებითი და არაანთებითი რევმატიული დაავადების დროს", დაიცვა 1988 წელს. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.309; "ავერსის კლინიკა" : aversiclinic.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |