The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი მაჩაბელი

გივი მაჩაბელი
Date of birth:1941
Date of death:2010  (at 69 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1963 წელს.

მუშაობა დაიწყო "სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობის" კათედრაზე ლაბორანტად, შემდგომში - ასისტენტად. 1971-1974წწ. სწავლობდა ასპირანტურაში; 1975 წლიდან - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; 1997-1999წწ. - "სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობის" კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 1999 წლიდან - კათედრის გამგე; 2000 წლიდან - პროფესორი. მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ისეთ საინჟინრო და სამეცნიერო სამუშაოებს, როგორიცაა რუსთავის სინთეთიკური ბოჭკოს ქარხნის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნავთობსაძიებელი ჭაბურღილების, ფოთის ნავსადგურის პორტალური ამწეების სხვადასხვა მექანიზმების, ადამიანის ვესტიბულარული აპარატის გამოსაცდელი სტენდი "ვეგას" და სხვა ელექტოამძრავების სისტემების შექმნა და მოდერნიზაცია. ავტორია ორმოცდაათამდე ნაშრომისა, მათ შორის, სამი სახელმძღვანელოს და რიგი მეთოდური მითითებების.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.212

Bibliography


Share: